geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში FIBAA-სთან საერთაშორისო აკრედიტაციის გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში FIBAA-ს ხარისხის მართვის, კომუნიკაციისა და მარკეტინგის ხელმძღვანელ ოლგა ლეშჩანსკაიასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, განათლების მეცნიერებებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტისა და საერთაშორისო ეკონომიკის სკოლის (ISET) წარმომადგენლები.

 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში მიღებული გამოცდილება, იმსჯელეს პროცესის ძირითად ეტაპებზე, ხარისხის უზრუნველყოფის საუკეთესო პრაქტიკებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც საერთაშორისო აკრედიტაცია ქმნის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და ხარისხის კულტურის გაძლიერებისთვის.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო FIBAA-სთან თანამშრომლობის გამოცდილებას, აკრედიტაციის პროცესის ფარგლებში მიღებულ პროფესიულ ცოდნასა და სამომავლო პერსპექტივებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო აკრედიტაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების ახალი შესაძლებლობები.

 

თსუ-ის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს FIBAA-ს გუნდს პროფესიული მხარდაჭერისთვის, კონსტრუქციული თანამშრომლობისა და აკრედიტაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

 

შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისთვის და საფუძველი შექმნა FIBAA-სთან სამომავლო პარტნიორობის გაძლიერებისთვის.

თარიღი: 19/10/2026